დურანტთან კონფლიქტისთვის დრეიმონდ გრინი ერთი მატჩით დაისაჯა [ვიდეო]
დურანტთან კონფლიქტისთვის დრეიმონდ გრინი ერთი მატჩით დაისაჯა [ვიდეო]

„გოლდენ სტეიტის“ ხელმძღვანელობამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ფორვარდი დრეიმონდ გრინი, რომელსაც თანაგუნდელ კევინ დურანტთან კონფლიქტი ჰქონდა. გრინმა  „ატლანტასთან“ მატჩი უკვე გამოტოვა. გარდა ამისა, ის 120 ათასი დოლარით დაჯარიმდა.

დურანტსა და გრინს შორის კონფლიქტი „კლიპერსთან“ მატჩის ბოლოს მოხდა. ძირითადი დროის დასრულებამდე 6 წამით ადრე, 106:106-ზე გრინმა მეტოქის აცილებული ბურთი მოხსნა. დურანტმა პასი მოითხოვა პარტნიორისგან, მაგრამ გრინმა ამას ყურადღება არ მიაქცია, თავად წავიდა შეტევაში, რომელიც ტყორცნით ვერ დაასრულა.

დურანტმა და გრინმა ერთმანეთს პრეტენზია ოვერტაიმის დაწყების წინ გამოუცხადეს, მოგვიანებით კი ურთიერთობის გარკვევა გასახდელში გააგრძელეს.

საბოლოოდ, „კლიპერსმა“ 110:103 მოიგო.