დურანტმა ტრავმა მიიღო - იქნება თუ არა მეექვსე მატჩში ვორიორზის სუპერვარსკვლავი (ვიდეო)
დურანტმა ტრავმა მიიღო - იქნება თუ არა მეექვსე მატჩში ვორიორზის სუპერვარსკვლავი (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩი გოლდენ სტეიტმა მოიგო. მიუხედავად მოპოვებული გამარჯვებისა, ვორიორზის გულშემატკივრებისთვის შეხვედრის მესამე მეოთხედში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა: გუნდის ლიდერმა კევინ დურანტმა საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში ფეხის ტრავმა მიიღო.

კეიდი პარკეტიდან გასახდელისკენ გაეშურა და აღარ დაბრუნებულა. როგორც შემდგომ გაირკვა, დურანტს წვივის ტკივილი აწუხებდა. ექიმები შიშობდნენ, რომ პრობლემა კევინს ქუსლზე ჰქონდა, თუმცა ეს ვერსია გამოირიცხა. ჯერჯერობით ისევ უცნობია, მოახერხებს თუ არა დურანტი სერიის რიგით მეექვსე თამაშში მონაწილეობის მიღებას. კევინის ტრავმას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელები გამოეხმაურნენ.