დურანტი „ოლ სტარის“ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს - მას დომანტას საბონისი ჩაანაცვლებს
დურანტი „ოლ სტარის“ მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს - მას დომანტას საბონისი ჩაანაცვლებს

2021 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩის ერთ-ერთი გუნდის კაპიტანი წელს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. კევინ დურანტი მუხლის ტრავმის გამო 13 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა მოედანზე.

„ბრუკლინმა“ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დურანტმა ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის გავლა ვერ შეძლო და ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოტოვება მოუწევს.

კევინმა „ნეთსის“ ბოლო ექვს შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა. ყველა ვარსკვლავის გუნდში, სადაც დურანტი კაპიტანი უნდა ყოფილიყო, მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში მატჩს ჯეისონ ტეიტუმი დაიწყებს. შემადგენლობას დურანტის დანაკლისის გამო „ინდიანას“ ლიეტუველი ლეგიონერი დომანტას საბონისი დაემატა. გოგა ბითაძის თანაგუნდელი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 21.5 ქულას, 11.7 მოხსნასა და 5.7 ქულას აგროვებს. მოედანზე ის საშუალოდ 36.5 წუთს ატარებს.