დურანტი და ლებრონი შესაძლოა, „ლეიკერსში“ გაერთიანდნენ
დურანტი და ლებრონი შესაძლოა, „ლეიკერსში“ გაერთიანდნენ

NBA-ის ცნობილმა ექსპერტმა, სკიპ ბეილესმა განაცხადა, რომ „გოლდენ სტეიტის“ ფორვარდი კევინ დურანტი შესაძლოა, მომავალ წელს „ლეიკერსში“ შეუერთდეს ლებრონ ჯეიმსს.

„ჩემი წყაროებიდან გავიგე, რომ წელს ლებრონი დაუკავშირდა დურანტს, რათა მომავალი გაერთიანება განეხილათ. ისიც გავიგე, რომ მომდევნო ზაფხულში კევინი ღია იქნება სხვადასხვა წინადადებისთვის. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე, რომელიც იმ მომენტში იქნება“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მომდევნო წელს კევინ დურანტს ​თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა შეეძლება, თუ უარს იტყვის „გოლდენ სტეიტთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე.