„დუნაისკა სტრედას“ სპორტული დირექტორი - გიორგი გაგუას ტიპის მოთამაშეს აქტიურად ვეძებდით #1TVSPORT
გიორგი გაგუამ კომენტარი გააკეთა სლოვაკურ „დუნაისკა სტრედაში“ გადასვლაზე, რომელსაც 23 წლის თავდამსხმელი ხორვატული „ისტრადან“ შეურთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით.
„ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია, ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვიყო. პირველივე წუთიდან, რაც „დუნაისკა სტრედას“ შევუერთდი, სითბო და მხარდაჭერა ვიგრძენი. კლუბის შესახებ უფრო მეტი ჩემი მეგობრისგან, ცოტნე კაპანაძისგან გავიგე, რომელიც ამ გუნდში თამაშობს. რაც აქ ვნახე, ადასტურებს მის სიტყვებს განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის შესახებ.
გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და ჩემი ამოცანაა, ამ მიზნების მიღწევაში დავეხმარო“, – თქვა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ახალ გუნდში 29-ნომრიან მაისურს მოირგებს.
ქართველი თავდამსხმელის შესახებ „დუნაისკა სტრედას“ სპორტულმა დირექტორმა, იან ვან დაელმაც ისაუბრა.
„გიორგი გაგუას ტიპის მოთამაშეს აქტიურად ვეძებდით. ის თანამედროვე, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური თავდამსხმელია, მისი მოსვლით რამდენიმე ტაქტიკური სქემის გამოყენებას შევძლებთ. ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ ესპანეთში, ხორვატიასა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით დიდი გამოცდილება დაუგრივდა.
გაგუა იდეალურად შეესაბამება ჩვენს ხედვას. გვჯერა, რომ გუნდის საკვანძო ფიგურა გახდება და ჩვენი მხარდაჭერით კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა იან ვან დაელმა.