„დუნაისკა სტრედამ“ „ბოლტონი“ ქართველების გოლებით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

13:11, 18.07.2026

სლოვაკურმა „დუნაისკა სტრედამ“ ამხანაგური მატჩი გამართა „ბოლტონთან“ და ქართველი ლეგიონერების, გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის გოლებით მეტოქე 2:1 დაამარცხა.

სლოვაკურმა გუნდმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მე-18 წუთზე გიორგი გაგუამ მცველს ბურთი აართვა და ანგარიში გახსნა. გაგუამ წამოიწყო შეტევა 37-ე წუთზეც, რომელიც მარჯვენა მცველმა, ცოტნე კაპანაძემ მეორე გოლით დააგვირგვინა.

დუნაისკა სტრედა“ შემდეგ შეხვედრას 23 ივლისს ​კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საკუთარ მოედანზე ბოსნიურ „ველეჟ მოსტართან“ გამართავს. 26 ივლისს კი სლოვაკეთის ჩემპიონატი იწყება და „რუზომბეროკს“ გასვლაზე შეხვდება.

მსგავსი