დუმფრისი „ინტერის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა #1TVSPORT
დუმფრისი „ინტერის“ სატრანსფერო სამიზნე გახდა #1TVSPORT

მილანის „ინტერი“ პრეტენზიას აცხადებს „ეინდჰოვენის“ მცველზე დენზელ დუმფრისზე და შეეცდება ტრანსფერი ამ ზაფხულს განახორციელოს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, ევრო 2020-ზე ნიდერლანდელი ფეხბურთელის თამაშმა მოხიბლა მილანური კლუბის ხელმძღვანელობა. ამასთან, ელოდებიან, რომ „ინტერს“ დატოვებს აშრაფ ჰაკიმი. მაროკოელის შეცვლა შეუძლია არა მხოლოდ დუმფრისს, არამედ, „ჩელსის“ მცველს დავიდე ძაპაკოსტას.

დენზელ დუმფრისმა ევრო 2020-ის პირველ ორ მატჩში ორი გოლი გაიტანა.