დუკ ჰი ლიმ ისტორია დაწერა - პირველი ყრუ ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირზე მატჩი მოიგო
დუკ ჰი ლიმ ისტორია დაწერა - პირველი ყრუ ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირზე მატჩი მოიგო

სამხრეთ კორეელმა ჩოგბურთელმა დუკ ჰი ლიმ, რომელიც ყრუ გახლავთ, გუშინ ATP-ის ტურნირის ეგიდით გამართული შეხვედრაში გაიმარჯვა. იგი გახდა პირველი ყრუ ჩოგბურთელი, ვინც ამის გაკეთება შეძლო.

ლიმ ვინსტონ-სალემის ტურნირის ოცდამეთორმეტედფინალში შვეიცარიელი ჰენრი ლააკსოჰენი დაამარცხა ანგარიშით – 7:6, 6:1.

მისი მეტოქე მეთექვსმეტედფინალში პოლონელი ჰურკაჩი იქნება. კორეელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 212-ე ადგილზე იმყოფება.

დატოვე კომენტარი