დუეინ უეიდი კარიერის გაგრძელებას აპირებს

12:04, 06.09.2018

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი მცველი დუეინ უეიდი 2018-19 წლების სეზონში “მაიამი ჰიტის” შემადგენლობაში დარჩება, – წერს გაზეთი „მაიამი ჰერალდი“ (Miami Herald).

ამ მომენტისთვის უეიდი შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტია. მოსალოდნელია, რომ 36 წლის მცველი ახალ კონტრაქტს გააფორმებს „ჰიტთან“ ან პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

36 წლის უეიდმა „ჰიტში“ 13 სეზონი გაატარა, სულ კი NBA-ში 15 სეზონი უთამაშია. ის სამჯერ იყო ჩემპიონი „მაიამის“ შემადგენლობაში. გასულ სეზონს ის „კლივლენდის“ რიგებში იწყებდა, მაგრამ 2018 წლის თებერვალში, „მაიამიში“ გაცვალეს. ვეტერანი საშუალოდ მატჩში 11.4 ქულას, 3.8 მოხსნასა და 3.4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

 

მსგავსი