დუეინ უეიდი ისევ „მაიამიში“ ითამაშებს
დუეინ უეიდი ისევ „მაიამიში“ ითამაშებს

ამერიკული სპორტული რადიოს Sports Radio 610-ის მიმომხილველმა ადამ სპოლანემ გამოაცხადა, რომ „მაიამი ჰიტი“ და ვეტერანი შემტევი მცველი დუეინ უეიდი ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. გარიგების პირობები ჯერჯერობით უცნობია.

36 წლის უეიდი, ჯერჯერობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და განაცხადა, რომ კარიერას მხოლოდ „მაიამის“ შემადგენლობაში გააგრძელებს.
როგორც ამერიკული პრესა წერს, უეიდს 2018-19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ აქვს გადაწყვეტილი კარიერის დასრულება.