დუდუ დადიანის მემორიალზე მორიგი ტური მიმდინარეობს [ფოტო]
დუდუ დადიანის მემორიალზე მორიგი ტური მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გრძელდება ტრაგიკულად დაღუპული ქართველი კალათბურთელის, დუდუ დადიანისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი, რომელზეც დღეს სამი მატჩი დასრულდა.

ა ჯგუფში, სადაც „დელტამ“ ფინალში ასპარეზობა უკვე გაინაღდა, მატჩებს სიმბოლური ხასიათი აქვს. აქ „ბათუმმა“ ლიდერი 71-58 დაამარცხა, მეორე მატჩი კი „რუსთავსა“ და „თსუ-ჰიუნდაის“ შორის თბილისელთა გამარჯვებით, 79-63 დასრულდა.

უფრო დაძაბულია ვითარება ბ ჯგუფში, სადაც ფინალისტი ჯერ არ გარკვეულა. „მგზავრებსა“ და „კაკტუსს“ შორის საკმაოდ დრამატული დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ „მგზავრების“ გამარჯვებით, 101-96 დასრულდა, დღის ბოლოს კი ერთმანეთის წინაშე „ქუთაისი“ და „ოლიმპი“ წარდგებიან.