დუდა სანაძის შთამბეჭდავი დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში
დუდა სანაძის შთამბეჭდავი დებიუტი პოლონეთის უმაღლეს ლიგაში

საქართველოს ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ „რადომ როსას“ შემადგენლობაში, ლიუბინის „სტარტსის“ წინააღმდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. „რადომ როსამ“ აღნიშნული შეხვედრა 109:91 დათმო, დუდა სანაძე კი 21 ქულით თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. სანაძე სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 27:24 წუთი გაატარა და ამ მაჩვენებელში თანაგუნდელთაგან მხოლოდ ობი ტროტერს ჩამორჩა.

დუდამ შვიდიდან 5 ორქულიანი, ცხრიდან 3 სამიანი და ექვსიდან 2 საჯარიმო ჩააგდო. 21 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა მსროლელმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.„რადომი“ 5 მოგებითა და 10 მარცხით, 16-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, 20 იანვარს, „რადომი“ „სლემ სტალ ოსტროვს“ უმასპინძლებს.