დუდა სანაძის მორიგი წარმატებული მატჩი - 20 ქულა „ოსტრუვის“ წინააღმდეგ
დუდა სანაძის მორიგი წარმატებული მატჩი - 20 ქულა „ოსტრუვის“ წინააღმდეგ

დუდა სანაძის მორიგი 20-ქულიანი მატჩი პოლონეთის ჩემპიონატში. ქართველმა უკანახაზელმა „რადომთან“ კონტრაქტი ორი კვირის წინ გააფორმა, დღეს კი მეორე შედეგიანი მატჩი გამართა.

შეგახსენებთ, რომ სადებიუტო შეხვედრაში სანაძემ 21 ქულა დააგროვა, დღეს კი მოედანი 20 ქულით დატოვა. სანაძის გუნდმა „ოსტრუვთან“ საშინაო შეხვედრა 80:84 დათმო, ქართველი კალათბურთელი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და არასრულ 35 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა.

დუდამ ხუთიდან ორი ორქულიანი, ცხრიდან სამი სამქულიანი და 10-დან შვიდი საჯარიმო გამოიყენა, ბურთი სამჯერ დაკარგა, ორჯერ დაუფარეს და ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

როსა რადომს“ ხუთი მოგება და თერთმეტი მარცხი მოუგროვდა და პოლონეთის ჩემპიონატში მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო შეხვედრას კი 27 იანვარს სტუმრად „გდინიასთან“ გამართავს.