დუდა სანაძის გუნდი კორაჩის თასს გამოეთიშა
დუდა სანაძის გუნდი კორაჩის თასს გამოეთიშა

დუდა სანაძის „ბორაცი“ სერბეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე „პარტიზანს“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან ოთხი ქულის სხვაობით – 72:76 დამარცხდა.

ქართველი მსროლელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, დუდამ მოედანზე არასრული 17 წუთი დაჰყო და გუნდს ოთხი ქულა, ორი მოხსნა, ორი პასი და ერთი ჩაჭრა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტი გუნდში საუკეთესო სანაძეს ჰქონდა (+6). დუდამ ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო, აქედან ორი ბოლო წუთზე.