დუდა სანაძის 22 ქულა „ილიაბუმთან“
დუდა სანაძის 22 ქულა „ილიაბუმთან“

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მსროლელმა დუდა სანაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული შეხვედრა გამართა, თუმცა მისმა „ოლივეირენშემ“ „ილიაბუმთან“ საკუთარ არენაზე წააგო (78:83). მატჩში გადამწყვეტი მე-3 პერიოდი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 16:27 დათმეს. სანაძე გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29:41 წუთში 22 ქულა, 4 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ოლივეირენშემ“ პორტუგალიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. 7 გამარჯვებით სანაძის გუნდი მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი „ოლივეირენშე“ 14 დეკემბერს, სტუმრად, აუტსაიდერ „ტერსეირასთან“ ჩაატარებს.