დუდა სანაძის 20 ქულა და გამარჯვება „ვიტორიასთან“ (ვიდეო)

დუდა სანაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ, თავისი საუკეთესო შეხვედრა გამართა. ქართველი მსროლელის „ოლივეირენშემ“ „ვიტორიას“ უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 90:63 სძლია.

სანაძე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დუდამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე გატარებულ 25:47 წუთში 20 ქულა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შედეგიანობით, საკუთარ გუნდში ის მხოლოდ მარკ ნორელიას ჩამორჩა, რომელმაც 29 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა. 5 მოგებითა და 1 მარცხით „ოლივეირენშე“ სატურნირო ცხრილში 1-2 ადგილებს „ბენფიკასთან“ იყოფს.

შემდეგ ტურში სანაძის გუნდი სტუმრად „ბარეირენშესს“ დაუპირისპირდება.