დუდა სანაძის 16 ქულა „ესტელასთან“ მატჩში #1TVSPORT
დუდა სანაძის 16 ქულა „ესტელასთან“ მატჩში #1TVSPORT

დუდა სანაძის „პალმერ მალიორკა“ ესპანეთის რანგით მეორე საკალათბურთო დივიზიონში „ესტელას“ შეხვდა და 86:83 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშემ მწვრთნელისგან 27 წუთი მიიღო და თავის გუნდს 16 ქულა შესძინა. სანაძემ სამი სამქულიანი, სამი ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო.

ამ მომენტისთვის „პალმერ მალიორკა“ ლიგაში მე-15 ადგილზეა და გასავარდნთა ზონას თავი დააღწია.

რანგით მეორე ლიგაში თავისი შეხვედრა ჩაატარა გიორგი კორსანტიას „გიპუსკოამ“ და „ოვიედოსთან“ სტუმრად 71:90 დამარცხდა.

ქართველმა მოთამაშემ 19 წუთში 13 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. კორსანტიამ ხუთი ორქულიანი და ერთი სამქულიანი ჩააგდო. ამ მომენტისთვის მისი გუნდი გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა.