დუდა სანაძის 11 ქულა „გალიტოსთან“ მოგებულ მატჩში
დუდა სანაძის 11 ქულა „გალიტოსთან“ მოგებულ მატჩში

დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი წარმატებული მატჩი გამართა. სანაძის გუნდმა „გალიტოსს“ 85-78 სძლია.

ქართველი მსროლელი ტრადიციულად სასტატრო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 28:53 წუთში 11 ქულა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა ჰქონდა.

ქართველმა ლეგიონერმა 8-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ოლივეირენშეს“ 13 ტურის შემდეგ 9 მოგება მოუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ოვარენშესთან“ ჩაატარებს.

ქართველი კალათბურთელის გუნდს მხოლოდ პორტუგალიური გრანდები – „სპორტინგი“, „ბენფიკა“ და „პორტო“ უსწრებენ, რომელთაც თითო-თითო წაგება აქვთ.