დუდა სანაძეს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა #1TVSPORT
დუდა სანაძეს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა #1TVSPORT

დუდა სანაძის „ანორთოსისმა“ კვიპროსის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და ამჯერად მარცხი განიცადა. ფამაგუსტელები ლიმასოლში ჩავიდნენ და „აპოლონთან“ 76:85 დამარცხდნენ.

ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 36 წუთში 11 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ანორთოსისს“ 6 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე დარჩა, მომდევნო მატჩს კი 11 თებერვალს შინ ერთ-ერთ ლიდერთან, ნიქოზიის „აპოელთან“ ჩაატარებს.