დუდა სანაძემ კონტრაქტი პოლონეთის უმაღლესლიგელ “როსა რადომთან” გააფორმა
დუდა სანაძემ კონტრაქტი პოლონეთის უმაღლესლიგელ “როსა რადომთან” გააფორმა

დუდა სანაძე კარიერას პოლონეთის უმაღლესლიგურ კლუბ “როსა რადომში” გააგრძელებს, იტყობინება საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელს წინა სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმისა და ნაოპერაციევი ფეხის გამო გაუცდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 1 თვე ესპანურ “დელტეკოში” გაატარა. ამ კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო სანაძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ვერ გაუხანგრძლივა და დუდამ დაახლოებით თვენახევარი უკლუბოდ გაატარა. გუშინ კი მან კონტრაქტი პოლონურ “როსა რადომთან” გააფორმა, რომელიც წინა სეზონში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა, თუმცა წლეულს შიდაჩემპიონატის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.

სანაძემ რადომელებთან კონტრაქტი  ელექტრონულად გააფორმა და პოლონეთში ხვალ მიემგზავრება. პოლონურ უმაღლეს ლიგაში 16 გუნდია, “როსა რადომს” კი 14 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება. პლეი ოფში 8 საუკეთესო გადის, თუმცა წინ კიდევ რეგულარული ჩემპიონატის 16 ტურია.