დუდა სანაძე კარიერას „ბორაცში“ განაგრძობს
დუდა სანაძე კარიერას „ბორაცში“ განაგრძობს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას „ბორაცში“ განაგრძობს, – ინფორმაციას aba-league.com ავრცელებს. ეს გახლავთ ადრიატიკის საკალათბურთო ლიგის ოფიციალური საიტი.

„ბორაცი“ სერბეთის ჩემპიონატის პარალელურად სწორედ ადრიატიკის ლიგაში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონი დუდა სანაძემ ყატარის ჩემპიონატში დაიწყო და „ალ ხორის“ ღირსებას იცავდა. დუდა გუნდის ლიდერი იყო, თუმცა ყატარში კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატის მატჩების რაოდენობა შეიკვეცა და ქართველმა კალათბურთელმაც ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო – კარიერას ევროპაში განაგრძობს.