დუდა სანაძე პორტუგალიურ „ოლივეირენშეში“ გადავიდა
დუდა სანაძე პორტუგალიურ „ოლივეირენშეში“ გადავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე კარიერას პორტუგალიურ „ოლივეირენშეში“ გააგრძელებს.

ქართველმა მსროლელმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და შემდეგ ტურში, 27 ოქტომბერს, პორტუგალიის ჩემპიონატში, „ლუზიტანიას“ წინააღმდეგ ითამაშებს. სანაძე ბოლოს პოლონურ „რადომში“ თამაშობდა, სადაც ერთ-ერთი ბომბარდირი იყო, თუმცა სანაძის გუნდი პლეიოფში ვერ გავიდა და მას ნაადრევად მოუწია სეზონის დასრულება.

სხვადასხვა დროს დუდა თბილისის „დინამოს“, „რუსთავის“, „ბათუმის“, აშშ-ის სტუდენტური ლიგის „სან დიეგოს“, სლოვენიური „პრიმორსკას“, იტალიური „პისტოიას“, პოლონური „როსა რადომის“ და ესპანური „გიპუსკოა ბასკეტის“ ღირსებას იცავდა.

დატოვე კომენტარი