დუდა სანაძე - ნებისმიერ გუნდს გავუწევთ კონკურენციას და ყოველთვის დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით
დუდა სანაძე - ნებისმიერ გუნდს გავუწევთ კონკურენციას და ყოველთვის დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით

საქართველოს ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ „ტაიმაუტში“ სტუმრობისას ჩვენს ეროვნულ გუნდში თაობათა ცვლის პროცსზე ისაუბრა.

დუდა სანაძე: „ისეთი მოთამაშეები დავკრგეთ, გვეგონა რომ დიდი ვარდნა გვექნებოდა, მაგრამ მწვრთნელები და ფედერაცია ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალი ტალანტები აღმოვაჩინოთ. თითო ასაკიდან ერთი მოთამაშეც, რომ გამოადგეს ნაკრებს უკვე წინ გადადგმული დიი ნაბიჯი იქნება.

არის შევსება და ბიჭები გვეხმარებიან. მაგალითად, სერბეთთან მატჩში გვყავდა კალათბურთელი სუპერლიგიდან, რომელმაც კარგად ითამაშა. იმ მოთამაშეების შევსება, რომლებიც ნაკრებში აღარ არიან, ძალიან ძნელია, გუნდურობისა და კოლექტიურობის ხარჯზე შეგვიძლია, რომ შევავსოთ და ნაკლებად დაგვეტყოს დანაკლისი. სერბეთთან თამაშში დავამტკიცეთ, რომ დიდი ვარდნა არ გვაქვს და ყველა გუნდს გავუწევთ კონკურენციას, ყოველთვის დიდი მიზნებისთვის ვიბრძვით.