დუდა სანაძე - მხოლოდ ერთი კალათბურთელით ამ მატჩს ვერ მოვიგებდით, ეს გამარჯვება საქართველოსთვის იყო #1TVSPORT
დუდა სანაძე - მხოლოდ ერთი კალათბურთელით ამ მატჩს ვერ მოვიგებდით, ეს გამარჯვება საქართველოსთვის იყო #1TVSPORT

ევრობასკეტის მერვედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მოთამაშემ, დუდა სანაძემ გააკეთა.

„ყველამ რაღაც შევმატეთ გუნდს, ერთი კალათბურთელით ამ თამაშს ვერ მოვიგებდით. საფრანგეთის ნაკრები ძალიან ძლიერი ნაკრებია, ძლიერი ათლეტები ჰყავს. მათ სწრაფ თამაშს ფიზიკური და ნელი თამაში დავუპირისპირეთ, ამან გაჭრა. ისინი სამქულიანებს ვერ აგდებდნენ, რადგან ფიზიკური მატჩის დროს ამის გაკეთება რთულია.

ბიჭებმა სასწაული შეძლეს, როგორც 12-მა კალათბურთელმა, ასევე სტაფმა. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. ეს გამარჯვება საქართველოსთვის იყო“, – განაცხადა სანაძემ.

საქართველოს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.