დუდა სანაძე - გვყავს ძალიან გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ სეზონისთვის ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ
დუდა სანაძე - გვყავს ძალიან გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ სეზონისთვის ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ

დიდი ხნის პაუზის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა. კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში ნაკრები გუნდებისთვის საწვრთნელი პროცესის სპეციალური გეგმა შეიმუშავა. პროგრამაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში ვარჯიშისთვის დააწესა. გადაცემა „ტაიმაუტს“ ჩვენი ეროვნული გუნდის წევრი დუდა სანაძე სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების შეკრებასა და საწვრთნელ პროცესზე ისაუბრა.

დუდა სანაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა, რადგან დიდი დრო გაგვიცდა და არ გქვონდა საშუალება, რომ დარბაზებში შევსულიყავით. გვყავს ძალიან გამოცდილი მწვრთნელები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ სეზონისთვის ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ“.

საქართველოს ნაკრების წევრმა აღნიშნა, რომ ესპანეთმა შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ჩემპიონატი არ შეწყვიტა და ბოლომდე მიიყვანა. დუდა სანაძემ „ტაიმაუტის“ ეთერიდან თორნიკე შენგელიასა და „ბასკონიას“ ესპანეთის ჩემპიონობა მიულოცა. სანაძის თქმით, თორნიკემ დიდი ხნის განმავლობაში უერთგულა „ბასკონიას“ და გუნდთან ერთად უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას იმსახურებდა.