დუბლი ქართველებისა და უკრაინელის გარეშე - ჩერჩესოვმა დვალი უნგრულ ფინალშიც არ ათამაშა #1TVSPORT
დუბლი ქართველებისა და უკრაინელის გარეშე - ჩერჩესოვმა დვალი უნგრულ ფინალშიც არ ათამაშა #1TVSPORT

ფერენცვაროში“ უნგრეთის თასის მფლობელია – გადამწყვეტ შეხვედრაში ბუდაპეშტელებიპაკშს“ დაუპირისპირდნენ, რომელმაც ნახევაფინალიდან ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ბერიძის „უიპეშტი“ გამოაგდო და 3:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-16 წუთზე „ფერენცვაროშის“ ნორვეგიელმა ნახევრამცველმა, კრისტოფერ ზაჰარიასენმა გახსნა, გადამწყვეტი როლი კი კოტდივუარელმა ფლანგის შემტევმა, ფრანკ ბოლიმ ითამაშა – 83-ე წუთზე თავისიანების უპირატესობა გაზარდა, ხოლო 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დუბლით დააფიქსირა.

ფერენცვაროშმა“ ამ გამარჯვებით დუბლი შეასრულა – ჩემპიონობასთან ერთად გუნდმა თასიც მოიპოვა და გამორჩეული სეზონი დაასრულა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ოქროს მედლები ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში ქართველებს არ უთამაშიათ. გიორგი ხარაიშვილი ტრავმის შემდეგ განაცხადში ვერ ხვდება, ხოლო ლაშა დვალი განაცხადში იყო, მაგრამ გუნდის რუსმა მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა არ ათამაშა.

სხვათა შორის, უკრაინული მედია იმითაა უკმაყოფილო, რომ უკრაინის ნაკრების შემტევს, ოლეგ ზუბკოვს არ ათამაშებს, რომელიც მანამდე სტაბილურად თამაშობდა.