დუბლი პირველ ტაიმში - მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენსაც“ წყვილად გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ისევ დუბლი შეასრულა საფრანგეთის ლიგა 2-ში, სადაც მისი გუნდი – „მეცი“ გასვლაზე „სენტ-ეტიენს“ პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებს.

ქართველი თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-11 წუთზე შესანიშნავი დარტყმით გახსნა. 26-ე წუთზე „მეცმა“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შეასრულა და უნაკლო დარტყმით დუბლის ავტორი გახდა.

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 30 მატჩში 19 გოლი გაიტანა, პლუს 7 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული, წინ კი მეორე ტაიმია.

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის კონკურენტი ბომბარდირობისთვის ბრძოლაში მასპინძელი, „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელი ჯან-ფილიპ კრასოა, რომელსაც გიორგი უკვე სამი გოლით ასწრებს.