დუბლი ოთხ წუთში - კიტეიშვილმა ტრავმა მალე დაივიწყა
დუბლი ოთხ წუთში - კიტეიშვილმა ტრავმა მალე დაივიწყა

გრაცის „შტურმის“ მთავარი გმირი ვენაში, „აუსტრიასთან“ გასვლით შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი გახდა. ტრავმამოშუშებული ქართველი ნახევარმცველი მოედანს მცირე ხნის წინ დაუბრუნდა, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 87 წუთში (სანამ შეცვლიდნენ) ბევრი მოასწრო.

გრაცის „შტურმი“ ვენის „აუსტრიას“ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. კიტეიშვილმა მასპინძლებს პირველად 70-ე წუთზე გაუტანა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო და „აუსტრიას“ იმედები ჩაუკლა, ხოლო ოთხ წუთში დუბლი შეასრულა და ეს იმედები საბოლოოდ გადაუწურა.

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ წელს ჩატარებულ ექვს შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, მისმა გუნდმა 0:4 მოიგო, 9 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ლიდერ „ზალცბურგს“ კი ოთხი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი