დუბლი და საგოლე პასი კორეაში - ვაკო ყაზაიშვილმა შარშანდელი შედეგი ორჯერ ნაკლებ თამაშში გაიმეორა [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და „ულსან ჰიუნდაის“ „ჯეჯუ იუნაიტედთან“ დიდი ანგარიშით მოგებაში  (5:1) დაეხმარა.

სამხრეთ კორეის K ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ქართველის გუნდმა „ჯეჯუ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე მიიღო. ვაკომ ანგარიში 31-ე წუთზე პენალტით გახსნა. ყაზაიშვილმა თანაგუნდელი მეკარესთან პირპისპირ გაიყვანა, რომელმაც თავდამსხმელი მოცელა. პენალტი ქართველმა ფეხბურთელმა უნაკლოდ შეასრულა.

71-ე წუთზე ჯო მინ-კიუმ ქართველი შემტევის პასით ანგარიში 4:0 გახადა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+4-ე წუთზე ყაზაიშვილმა ეფექტურად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ დააფიქსირა 5:1.

18 ტურის შემდეგ 44 ქულით „ულსან ჰიუნდაი“ ჩემპიონატის ლიდერია და მეორე ადგილოსან „პოჰანგს“ 14 ქულით ასწრებს.

ყაზაიშვილს 18 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა. ვაკომ წინა სეზონშიც ამდენივე გაიტანა, ოღონდ – 37 მატჩში. ახლა კი საუკეთესო შედეგის გამეორებამდე ერთი გოლი აშორებს – 2021 წელს ქართველმა შემტევმა 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა.