დუბლი და საგოლე გადაცემა - ვოლკოვი აზერბაიჯანის თასის მეოთხედფინალშია [ვიდეო]

დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის თასის მერვედფინალში სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის, „ზირას“ მეოთხედფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა.

დალგა არენაზე“ „ზირა“ პირველი ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „ქარადაგს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. დავით ვოლკოვი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, 27-ე და 45+2-ე წუთებზე დუბლი შეასრულა, 30-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.

საბოლოოდ, „ზირამ“ 4:0 მოიგო და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ვოლკოვის გუნდი ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება – ამ ეტაპიდან მატჩები ორრაუნდიანია. პირველ თებერვალს „ზირა“ ბაქოში „ნეფჩის“ ესტუმრება, ხოლო 6 თებერვალს საკუთარ მოედანზე მიიღებს.

ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში „ზირაში“ 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

დატოვე კომენტარი