დუაიტ ჰოვარდი სამ თვეს გამოტოვებს
დუაიტ ჰოვარდი სამ თვეს გამოტოვებს

„ვაშინგტონ უიზარდსის“ ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა ხერხემალზე ოპერაცია გადაიტანა და ახლა, აღდგენისთვის ორი-სამი თვე დასჭირდება, – ამის შესახებ წერს გუნდის პრესსამსახური.

ვეტერანმა გამოტოვა „ვაშინგტონის“ ბოლო ექვსი მატჩი. 18 ნოემბერს, მან „პორტლენდის“ წინააღმდეგ მოედანზე მხოლოდ შვიდი წუთი გაატარა და ვერ შეძლო თამაშის დასრულება.

ჰოვარდი „ვაშინგტონში“ წლევანდელი სეზონის წინ გადავიდა, ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 12.8 ქულა, 9.2 მოხსნა და 0.4 შედეგიანი პასი დააგროვა.