დრო და ადგილი ცნობილია - აღმასკომმა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა მაისში დანიშნა #1TVSPORT
დრო და ადგილი ცნობილია - აღმასკომმა ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა მაისში დანიშნა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 32-ე ყრილობის თარიღი და ადგილი ცნობილია – ეს სფფ-ში გამართული აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორგანზიაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ძირითადი საკითხი სწორედ სფფ-ის რიგით 32-ე ყრილობის დანიშვნის თარიღი იყო. აღმასრულებელი კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, ყრილობა 25 მაისს, თბილისში ჩატარდება.

გარდა ამისა, აღმასკომის წევრებმა ასაკობრივი ლიგების დებულებებში შეტანილი ცვლილებების საკითხიც განიხილეს. სხდომის შესახებ კომენტარი სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა:

„ძირითადი საკითხი იყო 32-ე ყრილობის დანიშვნა და გადაწყდა, რომ 25 მაისს თბილისში გაიმართება. ასევე ვიმსჯელეთ ასაკობრივი ლიგების დებულებების შესახებ – იცით, რომ მომავალი წლიდან გვექნება ოქროს, ვერცხლის და ბრინაჯოს ლიგები. შესაბამისად, ვიმსჯელეთ იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ასაკობრივი ჩემპიონატების დებულებებში შევიდა“, – ამბობს სფფ-ს გენერალური მდივანი.