დრის მერტენსი, შესაძლოა, მიკელ არტეტას პირველი შენაძენი გახდეს
დრის მერტენსი, შესაძლოა, მიკელ არტეტას პირველი შენაძენი გახდეს

ინგლისური და იტალიური წყაროების მიხედვით, ლონდონის „არსენალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა დაინტერსებულია „ნაპოლის“ ფორვარდის დრის მერტენსის შეძენით.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, შეიძლება  არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, შემადგენლობის სერიოზულ ცვლილებებზე წავიდეს.

ბელგიელ ფორვარდზე სხვა პრეტენდენტები არიან – „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“.

მერტენსის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ მომავალი წლის ზაფხულში იწურება. ეს ნიშნავს, რომ უკვე მიმდინარე ზამთარში ფორვარდს შეუძლია წინასწარი ხელშეკრულება გააფორმოს სხვა კლუბთან.

ასევე იტყობინებიან, რომ „ნაპოლის“ შეუძლია გაყიდოს მერტენსი დაახლოებით 10 მილიონ ევროდ, რათა ზაფხულში უფასოდ არ დაკარგოს ფორვარდი.

ამ სეზონში 32 წლის ბელგიელმა იტალიის ჩემპიონატში 16 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.