დრის მარტენსმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
დრის მარტენსმა „ნაპოლისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიელმა ფორვარდმა დრის მარტენსმა ნეაპოლურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე გააგრძელა. ახალ კონტრაქტის თანახმად, შესაძლებელია მარტენსს ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით გაუხანგრძლივონ.

დრის მარტენსი „ნაპოლიში“ 2013 წლიდან ასპარეზობს და 122 გატანილი ბურთით, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება იტალიის თასის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდებიან.