დრის მერტენსი კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
დრის მერტენსი კარიერას „გალათასარაიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

თავდამსხმელი დრის მერტენსი კარიერას თურქეთში გააგრძელებს, მან „გალათასარაისთან“ კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

ცნობილი იტალიელი მიმომხილველის ინფორმაციით, 35 წლის ბელგიელი თურქულ კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს.

მარტენსი „ნაპოლის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – ბელგიელმა ნეაპოლური კლუბის შეამადგენლობაში 148 გოლი გაიტანა. დრის მერტენსი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს.