დრეიმონდ გრინს „ტორონტოსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ დრეიკთან შელაპარაკება მოუვიდა [ვიდეო]

12:59, 31.05.2019
Rapper Drake, right, says something to Golden State Warriors forward Draymond Green (23) after the Toronto Raptors defeated the Warriors in Game 1 of basketball’s NBA Finals, Thursday, May 30, 2019, in Toronto. (Nathan Denette/The Canadian Press via AP) ORG XMIT: NSD139

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სუპერფინალური სერია ტორონტოში დაიწყო და „რეპტორსის“ გამარჯვებით დასრულდა.

სერიის პირველ შეხვედრაში კანადურმა გუნდმა მოქმედ ჩემპიონს დამაჯერებელად სძლია. ტორონტოელები მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ და საბოლოოდ ლოგიკურ გამარჯვებას მიაღწიეს. როგორც ყოველთვის, კანადელებს საკუთარი არენის ფაქტორი ძალიან დაეხმარათ, რადგან ტორონტო ცნობილია თავისი ფანებით.

რა თქმა უნდა, აქტიურობით გამოირჩეოდა „რეპტორსის“ ერთგული ქომაგი – რეპერი დრეიკი. მატჩის დასრულების შემდეგ მას დრეიმონდ გრინთან მცირე შელაპარაკებაც მოუვიდა. სავარაუდოდ, მსგავს მომენტებს სუპერფინალური სერიის დროს კიდევ არაერთხელ წავაწყდებით.

მსგავსი