დრეიმონდ გრინს ამერიკის მომავალ პრეზიდენტად ლებრონ ჯეიმსის ხილვა სურს [ვიდეო]
დრეიმონდ გრინს ამერიკის მომავალ პრეზიდენტად ლებრონ ჯეიმსის ხილვა სურს [ვიდეო]

ლებრონ ჯეიმსსა და დრეიმონდ გრინს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) წლების მანძილზე არაერთი სერიოზული ბრძოლა აქვთ ერთმანეთში გამართული. მიუხედავად მოედანზე არსებული უთანხმოებისა, გრინი და ჯეიმსი ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. ეს პატივისცემა დრეიმონდმა რამდენიმე დღის წინ „ი-ეს-პი-ენ“-თან (ESPN) მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაადასტურა. „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელი იმედოვნებს, რომ მომავალში ლებრონი ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს.

„ვფიქრობ, რომ ლებრონს დიდი ძალაუფლება გააჩნია. მიმაჩნია, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის მოედანზე და მოედანს მიღმა ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს. ამის გამო, მე მას უდიდეს პატივს ვცემ. როგორც მისი მეტოქე, მე ყოველთვის მოუთმენლად ველოდები მასთან მატჩებს. ამ დროს მე ვიცი, რომ საუკეთესოს წინააღმდეგ გავდივარ პარკეტზე. თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მოედანს გარეთ ლებრონი გაცილებით დიდი მასშტაბის საქმეებს ახორციელებს. დიდი პატივისცემა მას. იმედი მაქვს ის მომავალში პრეზიდენტად იყრის კენჭს,“ – განაცხადა გრინმა.

დატოვე კომენტარი