დრეიმონდ გრინმა კევინ დურანტის „გოლდენ სტეიტიდან“ წასვლაზე ისაუბრა

21:02, 23.04.2020

დრეიმონდ გრინმა ყოფილი თანაგუნდელი კევინ დურანტი გააკრიტიკა. „გოლდენ სტეიტის“ ფორვარდი მიიჩნევს, რომ კევინ დურანტის გაურკვეველმა ქმედებებმა და მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ „ვორიორზი“ 2018-19 წლებში სერიოზულად დააზარალა.

დრეიმონდმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კევინ დურანტს გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება თანაგუნდელებისთვის დროულად უნდა ეთქვა. გრინმა პარალელი 1997-98 წლების „ჩიკაგო ბულსთან“ გაავლო. შეგახსენებთ, რომ კევინ დურანტმა „გოლდენ სტეიტი“ დატოვა და „ბრუკლინ ნეტსში“ გადავიდა. მანამდე ფორვარდმა „ვორიორსთან“ ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული.

მსგავსი