დრეიმონდ გრინი მინიმუმ სამ მატჩს კიდევ გამოტოვებს
დრეიმონდ გრინი მინიმუმ სამ მატჩს კიდევ გამოტოვებს

ESPN-ის ინფორმაციით, „გოლდენ სტეიტის“ ფორვარდი დრეიმონდ გრინი მინიმუმ სამ თამაშს კიდევ გამოტოვებს.

„გრინს, ბოლო რვა მატჩია, ფეხის დიდი თითის ტრამვის გამო არ უთამაშია. დრეიმონდი თავს უკეთესად გრძნობს, მაგრამ აღდგენითი პროცესი ესეთი ტრამვების შემდეგ ცოტა ნელა მიმდინარეობს“,-განაცხადა „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩში დეტროიტის წინააღმდეგ (102-111) მოედანზე დიდხნიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, მოედანზე დაბრუნდა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი.