დრეიმონდ გრინი კონტრაქტს კომპანია „კონვერსთან“ გააფორმებს
დრეიმონდ გრინი კონტრაქტს კომპანია „კონვერსთან“ გააფორმებს

„ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „გოლდენ სტეიტ ვორიორზის” კალათბურთელი დრეიმონდ გრინი პარტნიორობას კომპანია „კონვერსთან“ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „გოლდენ სტეიტისთვის“ მიმდინარე სეზონი ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს. გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. გუნდის ლიდერები კი სტეფ კარი და კლეი ტომპსონი ტრავმებს მკურნალობენ. რაც შეეხება დრეიმონდ გრინს მიმდინარე სეზონზე სულ 43 მატჩი აქვს გამართული და საშუალოდ 6.2 ქულას, 6.2 პასსა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს.