დრეიკი „ტორონტოს“ კავაის გუნდში დატოვებაში დაეხმარება
დრეიკი „ტორონტოს“ კავაის გუნდში დატოვებაში დაეხმარება

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ზაფხულის სატრანსფერო სეზონის პირველ დღეებში უკვე განხორციელდა რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი.

კევინ დურანტი და კაირი ირვინგი დეანდრე ჯორდანთან ერთად მომავალი სეზონიდან „ბრუკლინ ნეთსში“ ითამაშებენ, კემბა ვოკერი „ბოსტონ სელტიკსში“ გადავიდა, ჯიმი ბატლერი კი კარიერას „მაიამი ჰიტში“ გააგრძელებს.

ამჟამად კი ყველა კავაი ლეონარდის გადაწყვეტილების მოლოდინშია. როგორც უკვე გითხარით, ლეონარდი ამჟამად ტორონტოში იმყოფება და სავარაუდოდ „რეპტორსის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მართავს, რის შემდეგაც თავის გადაწყვეტილებას გააჟღერებს.

„ტორონტოს“ ცნობილი ფანი, რეპერი დრეიკი აცხადებს, რომ კანადურ გუნდს ლეონარდის შენარჩუნებაში დაეხმარება და მას პირადად შეხვდება.