„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა იულიან დაქსლერმა დაადასტურა ინფორმაცია თანაგუნდელ ნეიმართან კონფლიქტის შესახებ, რომელიც 2018 წელს მოხდა. მარტში, საფრანგეთის ჩემპიონატში „მონპელიესთან“ წაგების შემდეგ, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებმა კინაღამ იჩხუბეს გასახდელში.
„ასეთი კონფლიქტები ხშირად ხდება გუნდებში, მაგრამ როცა მისი მონაწილე ნეიმარია, ამის შესახებ ყველა წერს. ის გაბრაზებული იყო, მეც გაბრაზებული ვიყავი, ერთმანეთს ვუყვირეთ. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ არაჯანსაღად ვაზროვნებდით“, – განაცხადა გერმანელმა ფეხბურთელმა.