დრამატული მატჩი პირეოსში, „ოლიმპიაკოსმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო
დრამატული მატჩი პირეოსში, „ოლიმპიაკოსმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაში, მე-11-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი პირეოსში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ოლიმპიაკოსმა“ მადრიდის „რეალი მიიღო“.

​შეხვედრამ აფიშა ბოლომდე გაამართლა. გამარჯვებული „ოვერტაიმში“ გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამზე, როდესაც ანგარიში 72-72 იყო, ბერძნული კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა, გეორგიოს პრინტეზისმა, ორივე საჯარიმო ტყორცნა გააფუჭა. ამის მიუხედავად საბერძნეთის ნაკრების ფორვარდმა, „ოლიმპიაკოსს“ დამატებულ ხუთ წუთიან მონაკვეთში მაინც მოაგებინა.

პრინტეზისი 21 ქულით და 7 მოხსნით, თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ. „რეალს“ ლუკა დონჩიჩის 33-მა ქულამ ვერ უშველა. საბოლოოდ, „ოლიმ“ 92-83 მოიგო. იანის სფეროპულოსის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება გამოდგა. „ოლიმპიაკოსი“, მოსკოვის „ცსკას“-თან ერთად, გათამაშების ლიდერია.