დრამას წერტილი დრამემ დაუსვა - კაცნაკლულმა „დილამ“ წაგებული თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
დრამას წერტილი დრამემ დაუსვა - კაცნაკლულმა „დილამ“ წაგებული თამაში გადაარჩინა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა. გორის „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ „დილამ“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და ურთულეს შეხვედრაში 3 ქულა მოიპოვა.

პირველი ტაიმის 39-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ. მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან ალეფ სანტოსი გააძევა. ამით მეორე ტაიმში ბოლნისელებმა ისარგებლეს. 68-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ „დილას“ ეფექტური დარტყმით ლაშა უგრეხელიძემ გაუტანა.

10 მოთამაშით დარჩენილმა მასპინძლები საკუთარ თავს აჯობეს და თამაში შემოატრიალეს – 74-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წამოწყებული შეტევა თამაზ მაქაცარიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გაათანაბრა. 84-ე წუთზე კი, კუთხურის გათამაშების შემდეგ, გორელთა მალელმა ლეგიონერმა ჰაჯი დრამემ „სიონის“ კარი მეორედ აიღო და დრამატულ შეხვედრას წერტილი დაუსვა.

საბოლოოდ, „დილამ“ 2:1 მოიგო, 9 ქულა დააგროვა და 5 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა, ხოლო „სიონი“ ერთი ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო, მე-5 ტურში მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა – 18 მარტს „ლოკომოტივმა“ ბათუმის „დინამოსთან“ 0:2 წააგო. დანარჩენი სამი მატჩი კი გადაიდო.