დრაჟენ პეტროვიჩის შესახებ ფილმს გადაიღებენ #1TVSPORT
დრაჟენ პეტროვიჩის შესახებ ფილმს გადაიღებენ #1TVSPORT

ხორვატიაში იგეგმება ფილმის გადაღება ადგილობრივ საკალათბურთო ლეგენდაზე დრაჟენ პეტროვიჩზე.

გადაღებები მომავალ წელს დაიწყება და გაიმართება ხორვატიაში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმი ეკრანებზე 2023 წელს, პეტროვიჩის დაღუპვიდან 30 წლისთავზე გამოვა.

„ეს არ იქნება უბრალოდ ერთი მორიგი სპორტული ფილმი, არამედ, დრამა, რომელშიც განხილული იქნება პეტროვიჩის საბძოლო სული და გენიალურობა, აგრეთვე, მისი დაუჯერებელი, უნიკალური პიროვნება, რომელიც გამოვლინდა ევროპისა და NBA-ის მოედნებზე. ფილმი ასევე შეეხება მის პირად ცხოვრებას მოედნის მიღმა. ის გამოიკვლევს პრობლემებს, რომელსაც აწყდებიან დიდი სპორტსმენები“, – განაცხადა ხორვატმა რეჟისორმა დანილო შერბეჯიამ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მსახიობების შერჩევა. ფილმმა მიიღო სამუშაო სახელწოდება – „უმაღლესი ძალა. დრაჟენ პეტროვიჩის ისტორია“.