„დორტმუნდში“ მწვრთნელი შეიცვალა 
„დორტმუნდში“ მწვრთნელი შეიცვალა 

დორტმუნდის “ბორუსიამ” ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პეტერ ბოსის გადაყენების შესახებ.

ჰოლანდიელის ადგილს “კიოლნის” ყოფილი დამრიგებელი პეტერ შტიოგერი დაიკავებს. 51 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

“დორტმუნდის” ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება გერმანიის ჩემპიონატის მე-15 ტურში “ვერდერთან” საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ მიიღო. ამ წაგების შემდეგ, “ბორუსიას” მოუგებელი სერია ბუნდესლიგაში რვა მატჩამდე ავიდა და გუნდი გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზე ჩამოქვეითდა. გარდა ამისა, კლუბმა მხოლოდ ორი ქულა აიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და პლეი ოფის მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი შტიოგერი ერთი კვირის წინ დაითხოვეს “კიოლნიდან” მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ 14 მატჩი ვერ მოიგო.