„დორტმუნდში“ ჰალანდი, შესაძლოა, მარსიალმა შეცვალოს #1TVSPORT
„დორტმუნდში“ ჰალანდი, შესაძლოა, მარსიალმა შეცვალოს #1TVSPORT

„დორტმუნდი“ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდი ვერ შეინარჩუნებს ფორვარდ ერლინგ ჰალანდს.

ინტერნეტ-გამოცემა 90min-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი პრეტენზიას აცხადებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდზე ანტონი მარსიალზე. აღნიშნავენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი დიდი ალბათობით დათანხმდება წინადადებას, რადგან ვერ იღებს საკმარის სათამაშო დროს „იუნაიტედის“ შემადგენლობაში.

ჰალანდის სავარაუდო შემცვლელად ასევე ასახელებენ „ჩელსისა“ და „იუვენტუსის“ ფორვარდებს, ტიმო ვერნერსა და ფედერიკო კიეზას.

აღვნიშნავთ, რომ ჰალანდის გამოსყიდვის პუნქტი აქტიური გახდება 2022 წლის ზაფხულში.