„დორტმუნდს“ ჯეიდონ სანჩოს იჯარით დამატება სურს #1TVSPORT
„დორტმუნდს“ ჯეიდონ სანჩოს იჯარით დამატება სურს #1TVSPORT

„დორტმუნდის“ მენეჯერები ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის, ჯეიდონ სანჩოს იჯარის წესით დამატებას გეგმავენ, – იუწყება ESPN.

მიმდინარე სეზონში ჯეიდონ სანჩომ მანჩესტერული გუნდის შემადგენლობაში (ყველა ტურნირზე) მხოლოდ სამი მატჩი გამართა და შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია. ფეხბურთელს „იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, Transfermarkt კი ჯეიდონ სანჩოს 32 მილიონ ევროდ აფასებს.

ბუნდესლიგაში გამართული შვიდი ტურის შემდეგ „დორტმუნდი“ მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.