„დორტმუნდს“ იანვარში ერიქსენის გაფორმება სურს
„დორტმუნდს“ იანვარში ერიქსენის გაფორმება სურს

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, შესაძლოა, კარიერა გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გაზეთ „კიკერის“ ინფორმაციით, „დორტმუნდი“ განიხილავს დანიელის აყვანის შესაძლებლობას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

აღნიშნავენ, რომ გერმანული კლუბი ოქტომბერში ფიქრობდა 28 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანას, მაგრამ გარიგება არ შედგა.

უფრო ადრე, „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ არ გამორიცხა ერიქსენის მილანური გუნდიდან წასვლა.

დანიელი „ინტერის“ რიგებში 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.