„დორტმუნდმა“ ვარჯიშები განაახლა
„დორტმუნდმა“ ვარჯიშები განაახლა

„დორტმუნდის“ ფეხბურთელებმა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები განაახლეს.

ჯერჯერობით, ჯგუფურად არ ემზადებიან. ვარჯიშამდე დორტმუნდელებმა გუნდი ორკაციან ჯგუფებად დაყვეს, რითაც ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებები დაიცვეს.

კორონავირუსის გამო, გერმანიის ჩემპიონატი მინიმუმ 30 აპრილამდეა შეჩერებული.

„დორტმუნდი“ გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბაიერნს“ ოთხი ქულით ჩამორჩება.